Katalysta Alpha-ში თქვენ დაეუფლებით ტექნიკურ და პიროვნულ უნარებს, რომლებიც საჭიროა თქვენი IT კარიერის დასაწყებად - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენს კარიერასა და ცხოვრებაში.
დიახ! თუ მოტივირებული ხართ გახდეთ დეველოპერი, ჩვენ დაგეხმარებით ამ მიზნის მიღწევაში
მოემზადეთ Alpha-სთვის. გაიგე როგორ
6 თვე, 100% ფოკუსი თქვენს სწავლაზე, რათა დაიწყოთ ახალი კარიერა
ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 14:00). დაწყება: 12 მაისი
40+ საათი კვირაში, მათ შორის დრო თვითმომზადებისა და გუნდური აქტივობებისთვის
ისწავლეთ პატარა ჯგუფში, 15+ პროფესიონალის მხარდაჭერით, რომლებიც ფოკუსირებული არიან თქვენს წარმატებაზე
კურსი და სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე
Java დეველოპერი, სრულად აღჭურვილი IT კარიერისთვის
Ჩვენ დაგეხმარებით უმთავრესი პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებაში, გრძელვადიანი და წარმატებული კარიერის დასაწყებად.
მოახდინეთ თქვენი დროისა და უნარების ინვესტიცია სექტორში, რომელიც გადამწყვეტია ყველა ინდუსტრიის მომავლისთვის — სფეროში, რომელიც განწირულია უწყვეტი ზრდისთვის.
Java პროგრამისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალები არიან. ეს არის მომავლის პერსპექტიული კარიერა, სადაც შეგიძლიათ მუდმივად ისწავლოთ და წარმატებას მიაღწიოთ.
Java არის პოპულარული პროგრამირების ენა, რომელსაც იყენებს Fortune 500 კომპანიების 90%.
ეს არის კარგად დამკვიდრებული და ჩამოყალიბებული ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების ენა. დესკტოპ, ვებ და მობილური აპლიკაციებისა და სერვერის უკანა სისტემებისთვის
ისეთი მრავალმხრივი ენის შესწავლა, როგორიც Java-ა, ნიშნავს, რომ გექნებათ უამრავი სამუშაო შესაძლებლობა IT სექტორში.
Java ასევე არის Android-ის მშობლიური ენა - მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა. თუ დაინტერესებული ხართ მობილური აპლიკაციებით, Java-ს დაუფლება აუცილებელია.
Alpha Java თქვენთვისაა, მიუხედავად თქვენი წარსული გამოცდილებისა. თქვენ მხოლოდ უნდა იყოთ:



აღმოაჩინეთ პროგრამირება ჩვენი უფასო საფუძვლების კურსით! წინასწარი გამოცდილება არ არის საჭირო. ისწავლეთ საკუთარი ტემპით ინტერაქტიული მასალებით, ტრენერების მუდმივი მხარდაჭერითა და ინსტრუქტორის მიერ წარმართული ონლაინ სესიებით. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასარკვევად - არის თუ არა პროგრამირება თქვენი გატაცება და ამასთან გაძლევთ Alpha პროგრამისთვის მომზადების შესაძლევლობას.
Hands-on tech education
ყოველი კლასი პრაქტიკული დავალებების, სემინარებისა და პროექტებისგან შედგენა. 100%-იანი ფოკუსით პრაქტიკაზე, ჩვენ ვქმნით სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე, სადაც ჩვენი ტრენერები თქვენი მენტორები ხდებიან.
Learning online from anywhere
ისიამოვნეთ უნიკალური პროგრამით თქვენი სახლის კომფორტიდან. ჩვენ პროგრამის ყველა ასპექტი ონლაინ რეჟიმში გადავიტანეთ,რათა შეგვენარჩუნებინა მაღალი ხარისხი, პრაქტიკული სწავლების მეთოდები ამასთან პროგრამა უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
Teamwork and soft skills boost
იმისათვის, რომ კანდიდატთა შორის გამოირჩეოდეთ, პროგრამის 20%-ს ვუთმობთ თქვენი პიროვნული და გუნდური მუშაობის უნარების დახვეწას.
Five-week trial period
ჩვენი პროგრამა რთულად ჟღერს, მაგრამ შესაძლებელია. შეგიძლიათ თავად სცადოთ. ჩვენი ხუთკვირიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში, პროგრამიდან გამოთიშვის შემთხვევაში, არანაირ სწავლის საფასურს არ გადაიხდით. ასე მარტივად.
Career jumpstart
მიიღეთ საჭირო კარიერული კონსულტაცია. დაიტოვეთ თავისუფლება და შეიძინეთ თავდაჯერებულობა მუშაობის IT ინდუსტრიის ნებისმიერ სფეროში გასაგრძელებლად - როგორც ჩვენს ქსელში, ასევე მის მიღმა.
წლების განმავლობაში დახვეწილი და კომპანიების მიერ გამოცდილი, ჩვენი Alpha Java პროგრამა სრულფასოვნად მოგამზადებთ თქვენი პირველი IT სამსახურისთვის.
მიუხედავად საფუძვლების კურსის ფორმატისა (თვითსწავლება თუ ინსტრუქტორით წარმართული), თქვენ მალევე დაიწყებთ კოდირებას. თქვენ ისწავლით:
გილოცავთ! თქვენ ახლა უმაღლესი დონის ჯუნიორი ხართ, სრულად მომზადებული ახალი კარიერის დასაწყებად. თქვენ მიიღებთ Telerik Academy-ის სერტიფიკატს – რომელიც ფართოდ არის აღიარებული ბულგარეთის IT ინდუსტრიაში.
წამყვანი ლოკალური და გლობალური
ტექნოლოგიური კომპანიები
დაიწყოთ სამსახური ნებისმიერ
ადგილას IT ინდუსტრიაში
Alpha ახალი, პროფესიონალი, დეველოპერების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ბულგარეთში და ახლა უკვე საქართველოშიც, რომელსაც ენდობიან ყველა ზომის წამყვანი დამსაქმებლები. ისინი აფასებენ ჩვენს კურსდამთავრებულებს მათი პრაქტიკული უნარების, გუნდური მუშაობისა და პირველი დღიდანვე შედეგების მოტანის უნარის გამო.
ჩვენი რეპეტიტორთა გუნდი ნამდვილი პროფესიონალებისგან შედგება, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ გადასცენ ცოდნა სტუდენტებს
ჩვენი კურსდამთავრებულები ახალ კარიერას იწყებენ წამყვან ტექ-კომპანიებში
“სამსახური დავტოვე, IT ინდუსტრიაში ახალი კარიერის დასაწყებად. დროის დაკარგვის უფლება არ მქონდა და Katalysta Telerik Academy არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა პროგრამისტობამდე. როდესაც იცი, რომ მნიშვნელოვან ბრძოლაში ებმები, თან მიგაქვს შენი ყველაზე დიდი იარაღი.”
“ძალიან მადლიერი ვარ Telerik Academy-ის და Katalysta-ს მიმართ ყველა იმ კარისთვის, რომელიც მან გამიხსნა. ასეთ ბევრ ჭკვიან, ნიჭიერ და ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალთან ერთად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა აკადემიის გარეშე.”
“თავს გაცილებით ბედნიერად და რაც მთავარია ჩემს ადგილას ვგრძნობ. ყველაფერი რაც პროგრამის გავლის დროს შევისწავლე არის უაღრესად მნიშვნელოვანი და რაც მთავარია რეალურ პირობებში გამოყენებადი”.
Პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ შექმნა იდენტური ან უკეთესი პროექტები.
აღნიშნული პორტალი ეხმარება მულტინაციონალურ კომპანიებს Covid-19-ის შემდეგ თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების პროცესების მართვასა და გამოცდილების გამარტივებაში. Პორტალი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს როგორიცაა გუნდური მუშაობა, უსაფრთხოების შეზღუდვები, ინფიცირებულთა რაოდენობა და სხვა
Ბიბლიოთეკის მართვის პლატფორმა ეხმარება მოყვარულებს, წიგნების არჩევის, გამოტანის და დაბრუნების პროცესის გამარტივებაში. Საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ და მიმოიხილონ შერჩეული წიგნი და ამასთან გაეცნონ სხვების შეფასებებს.
ონლაინ ფოტო კონკურსის მართვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი და სახალისო. ორგანიზატორებს შეუძლია ახალი კონკურსების შექმნა და მართვა. წარსული ივენთების გადახედვა და ფოტოგრაფებისათვის წვდომის მინიჭება სხვების შეფასებისა თუ მონაწილეობის მისაღებად. Საუკეთესო ნამუშევრების ნახვა კი ყველას მარტივად შეუძლია.
Katalysta-ში ჩართვა შესაძლოა თქვენი კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყოს - უმცროსი დეველოპერის თვიური ანაზღაურება საქართველოში 2000 ლარიდან იწყება
**განვადების შემთხვევაში შესაძლებელია განსხვავებული პირობების გამოყენება მსესხებლის საკრედიტო ქულისა და კრედიტუნარიანობის, ასევე ბანკის მიმდინარე შეთავაზების საფუძველზე.
რა თქმა უნდა! თქვენი Alpha განაცხადით თქვენ იღებთ წვდომას უფასო პროგრამირების საფუძვლების კურსზე. ფორმატით, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ ნაზავს თვითსწავლებასა და ცოცხალ ინტერაქციას შორის, - ეს არის უსაფრთხო გზა იმის სანახავად, არის თუ არა კოდირება თქვენთვის და მოემზადოთ Alpha-სთვის. გაიგე მეტი!
ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ასაკისა და ცხოვრების ეტაპის სტუდენტები წარსულში და მათ წარმატებით გაიარეს გზა დეველოპერებად ჩამოყალიბებისკენ. ასაკი მხოლოდ რიცხვია - აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ თქვენი მოტივაცია სწავლისთვის, ახალი უნარების განვითარებისთვის და პროგრამისადმი ერთგულებისთვის.
კურსზე ჩასარიცხად თქვენ მხოლოდ 18 წლის ან მეტი ასაკის უნდა იყოთ
თუ მზად ხართ ახალი უნარების დასაუფლებლად, გსიამოვნებთ პრობლემების გადაჭრა და ადამიანებთან მუშაობა საინტერესო პროექტებზე, მაშინ კარგი დასაწყისი გაქვთ!
პროგრამირება ყველასთვისაა, ვისაც სწავლისა და ახალი ცოდნის შეთვისების მოტივაცია აქვს. თუმცა, საუკეთესო გზა იმის გასარკვევად, არის თუ არა ეს თქვენთვის, არის კოდირების დაწყება. შემოგვიერთდით ჩვენსუფასო პროგრამირების კურსზე და განაგრძეთ სწავლა. ჩააბარეთ მისაღები გამოცდა ჩვენს Alpha პროგრამაში და, დიახ, განაგრძეთ კოდირება ჩვენი გამოცდილი ტრენერების მენტორობით. მალე გეცოდინებათ პასუხი, და ნუ ინერვიულებთ - თუ გადაწყვეტთ, რომ პროგრამირება არ არის თქვენი საქმე, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ყოველგვარი შედეგების გარეშე პროგრამის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში.
ლოგიკური მსჯელობის ტესტი არის 45-წუთიანი დროში შეზღუდული შეფასება, რომელიც ზომავს პრობლემის გადაჭრის უნარს და ლოგიკაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. ნუ ინერვიულებთ - ტესტისთვის მომზადება საჭირო არ არის. თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტით მოწვევას ტესტის გასავლელად მისაღები გამოცდის დაწყებამდე 1-3 დღით ადრე
Katalysta Alpha Java-ს სტანდარტული სწავლის საფასურია XXX ლარია. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ სრული თანხა წინასწარ ან ყოველთვიური შენატანებით XXX* ლარის ოდენობით საბანკო სესხის მეშვეობით (24-თვიანი გადახდის გრაფიკის საფუძველზე).
თუ აირჩევთ საბანკო სესხით გადახდას, ჩვენ გთავაზობთ საშეღავათო პერიოდს კურსდამთავრებულთათვის 6 თვემდე ვადით, რომლის განმავლობაშიც შეგიძლიათ კონცენტრირება მოახდინოთ სამსახურის ძიებაზე და არ იდარდოთ სწავლის საფასურის გადახდაზე.
თუ კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდებით ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორ კომპანიაში, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას და შესაბამისად გადაიხდით XXX* ლარს თვეში (24-თვიანი გადახდის გრაფიკის საფუძველზე). თუ აირჩიეთ სწავლის საფასურის წინასწარ გადახდა (XXX
ლარი) და შემდგომ დაიწყებთ მუშაობას პარტნიორ კომპანიაში, თქვენ დაგიბრუნდებათ XXX ლარი.
დიახ! იმისთვის, რომ დაგეხმაროთ კანდიდატთა შორის გამორჩეული იყოთ, ჩვენი Alpha პროგრამების 20%-ს ვუთმობთ თქვენი პიროვნული და გუნდური უნარების დახვეწას - როგორ მართოთ უკუკავშირი და მოლოდინები, დასვათ სწორი კითხვები, დაადგინოთ პრიორიტეტები და ბევრი სხვა. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ პროფესიონალური დონის პორტფოლიო. ეს მოიცავს თქვენს საბოლოო პროექტს - რეალურ ვებ აპლიკაციას, რომელიც ნულიდან შეიქმნება. და სწორედ კურსდამთავრებამდე, ჩვენი კარიერული სერვისები იწყებს მუშაობას, რათა მოგამზადოთ დასაქმების პროცესისთვის და სწრაფად შეეგუოთ თქვენს ახალ სამსახურს.
ჩვენ ასევე გვერდით გიდგავართ და გთავაზობთ 6 თვემდე კარიერასთან დაკავშირებულ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაოს ძიებასა და სამსახურში პირველი თვეების გავლაში.
თუ დაგჭირდებათ დახმარება პროგრამისთვის ახალი კომპიუტერის შერჩევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
გაეცანი ხშირად დასმულ კითხვებს